ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, ირანმა ისრაელი გაერო-ს მეშვეობით გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ომში ჩაერევა

მედიის ცნობით, ირანმა ისრაელი გაერო-ს მეშვეობით გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ომში ჩაერევა.

ინფორმაციას „აქსიოსი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი 14 ოქტომბერს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გაერო-ს წარმომადგენელს, ტორ ვენესლანდს შეხვდა.

„აქსიოსის“ ცნობით, ვენესლანდმა მოუწოდა ამირაბდოლაჰიანს, დაეხმაროს ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში ღაზასა და ისრაელის კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებაში.

როგორც მედია წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ირანს არ სურს, კონფლიქტი გადაიზარდოს რეგიონულ ომში და სურს, დაეხმაროს ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებაში.
წყარო – პირველი არხი

იტვირთბა....