ისრაელში, ლიბანთან საზღვარზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო – აღნიშნულ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
ამასთან, ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ლიბანში, თავდასხმის ადგილზე საპასუხო დარტყმას ახორციელებენ.