ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტისთვის 100 ხმას შეაგროვებს… ოპოზიციიდან ვინც კენჭისყრაზე შევა, თავი აიყვანოს კონტროლზე” – მანჯგალაძე

“არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტისთვის 100 ხმას შეაგროვებს… ოპოზიციიდან ვინც კენჭისყრაზე შევა, თავი აიყვანოს კონტროლზე” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“ზოგადად, იმპიჩმენტის პროცედურა არის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხი. მაგრამ ჩვენთან 100%-ით პოლიტიკურია, შესაბამისად, არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძეს წინასწარი კონსულტაცია ექნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობასთან და გარანტიების გარეშე, რეპუტაციულად, პროცესის არ დაიწყებდა. ამიტომ, ველოდები, რომ ხვალ იქნება 6 ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინც ამას მხარს დაუჭერს, ასევე, ველოდები, აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს დაწერს.
რაც შეეხება შემდეგ პროცედურას, არ ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ 100 ხმას შეაგროვებს, ძალიან გამიკვირდება, თუ პარლამენტში ეს 100 ხმა აღმოჩნდება, იმიტომ არა, რომ პრეზიდენტს ვუჭერ მხარს, არამედ იმიტომ, რომ ევროპაში ვიზიტის გამო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფმა ქვეყანამ პრეზიდენტი უმაღლეს ლიდერებთან შეხვედრის გამო არ უნდა დასაჯოს“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....