მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 280 პალესტინელი დააკავეს, მათ შორის „ჰამასთან“ დაკავშირებული 157 პირი.
ისრაელის არმიის ცნობით, ბოლო დღეებში დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ძალებსა და პალესტინელებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, ასევე განხორციელდა ტერორისტული თავდასხმის 10 მცდელობა. პალესტინური ადმინისტრაციის ცნობით კი, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 54 პალესტინელი მოკლეს.