ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ლუდის მოყვარულთათვის: მალე ლეგენდარულ „ბავარიას“ საქართველოში ჩამოასხამენ

ლუდის ცნობილი ბრენდი „ბავარია“ მალე ქართულ ბაზარზე შემოვა და ბრენდის საქართველოში ჩამოსხმული ლუდის დაგემოვნება ადგილობრივ მოყვარულებსაც შეეძლებათ.

„ბავარიას“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „ზედაზენი“ იქნება.

„ბოლო პერიოდში ისინი საქართველოს ბაზარმა დააინტერესა, კერძოდ, ისეთი მაღალი ტექნოლოგიების ქარხანამ, როგორიც „ზედაზენია”. ძალიან მოეწონათ დანადგარები, ხარისხი, კომპანიის სწრაფი განვითარება დროის ესოდენ მცირე მონაკვეთში. ჩვენმა ქარხანამ ვალიდაცია გაირა და მოგვცეს უფლება, ლუდი ჩამოვასხათ როგორც შუშაში, ასევე პეტსა და ქილაში.

„ბავარია“ პილსნერის ტიპის ლუდია, რომელიც სადღეისოდ მომხმარებელთა მთავარ მეინსტრიმს წარმოადგენს. მისი სიმწარე ქართველ მომხმარებელზეა ადაპტირებული. იქიდან გამომდინარე, რომ იმპორტირებულ ლუდზე ძალიან მაღალი ფასი გამოდის, გადავწყვიტეთ, იგი ადგილობრივად ჩამოგვესხა, რათა მომხმარებელს გავუიაფოთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მისთვის ეს მაღალხარისხოვანი ლუდი“,- განაცხადა კომპანია „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა.

„ბავარიის“  ლუდი „ზედაზენის“ ქარხანაში უკვე მოხარშულია და ჩამოსხმა 25 მარტს დაიწყება, პრეზენტაცია კი 29 მარტს გაიმართება.

“ბავარია” პირველი უცხოური ბრენდია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იანი წლებიდან იყო განვითარებული და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო.

mediaclub.ge

იტვირთბა....