კვლევების მიხედვით, ქალებს, მათი რთული ტვინიდან გამომდინარე, მეტი ძილი ესაჭიროებათ, ვიდრე მამაკაცებს.
სპეციალისტების მიხედვით, საშუალოდ 20 წუთზე მეტი ძილი სჭირდება ქალს, ვიდრე-მამაკაცს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დღის განმავლობაში ქალის ტვინი უფრო დატვირთულად მუშაობს.
ძილის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ტვინს აღდგენა და „შეკეთება“. რაც უფრო მეტად არის ადამიანის ტვინი დღის განმავლობაში დატვირთული, მით მეტად სჭირდება მას ხანგრძლივი ძილი. ქალები მამაკაცებთან შედარებით რამდენიმე საქმეს ერთდროულად და წარმატებით ახორციელებენ, ამიტომ ისინი უფრო მეტად იყენებენ ტვინს, ვიდრე-მამაკაცები. ეს კი გულისხმობს მათ მიერ მამაკაცებთან შედარებით საშუალოდ 20 წუთზე მეტი ხნის ძილის საჭიროებას. – ამბობენ სპეციალისტები.
ასევე, მამაკაცი, რომელსაც აქვს რთული სამსახური და სხვა მამაკცებთან შედარებით, ტვინის მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა, ძილისთვის უფრო მეტ დროს საჭიროებს.
independent.co.uk