ქალბატონებს, რომლებიც დღეში ერთ ჭიქა ალკოჰოლს მაინც იღებენ, ხორხის კიბოს 10 პროცენტით მეტი რისკი აქვთ ვიდრე მათ, რომლებიც არ სვამენ.
ქალბატონები, რომლებიც წითელ ხორცს კვირაში ორჯერ მიირთმევენ, აქვთ ნაწლავის კიბოს 6,6 პროცენტით მეტი რისკი აქვთ. მსოფლიოს კიბოს კვლევის ორგანზიაცია გასცემს რეკომენდაციას, რომ წითელი ხორცი კვირაში ერთხელ, არაუმეტეს 500 გრამისა უნდა მივიღოთ.
იმ ქალბატონებს კი, რომლებიც დამუშავებულ ხორცს დღეში 50 გრამის ოდენობით იღებენ (ორი ნაჭერი ბეკონის ექვივალენტურია), ნაწლავის კიბოს 20 პროცენტით მეტი რისკი აქვთ.
ქალბატონს, რომელიც ეწევა, ფილტვის კიბოს ცამეტჯერ მეტი რისკი გააჩნია, იმასთან შედარებით, ვინც არ ეწევა.
ქალბატონები, რომლებიც გარუჯვის მოყვარულნი არიან, კანის კიბოს რისკს ატარებენ, რადგან ეს დაავადება 90 პროცენტით ჩნდება მზის სხვების ზემოქმედებით. მზისგან დამცავი საშუალებები კი მხოლოდ თხუთმეტი პროცენტით ამცირებს ამ რისკს.