ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგება, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება

უნგრეთის პრემიერი მინისტრის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დღეს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შედგება, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გაიმართა პრემიერების პირისპირ შეხვედრა. განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

იტვირთბა....