ჩაერთვება თუ არა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო დიდ დიღომში მოკლული 12 წლის გოგოს საქმეში? ირკვევა, რომ FBI-ისა და დაღუპული მოზრადის ოჯახის ადვოკატებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უფლებადამცველების ინფორმაციით, საქმეში მტკიცებულებების გაყალბების ფაქტზე ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება.
კერძოდ, საქმისთვის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები არასწორი მეთოდით არის აღებული და შენახული, რამაც მტკიცებულებების დაობება გამოიწვია. ამ ნიმუშების ექსპერტიზას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, ვინ მოკლა 12 წლის გოგონა. ანა იანუშაიტიტეს დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე ყალბდება და გამოძიება განზრახ ჭიანურდება.