ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გადამწყვეტი 72 საათი და პრეზიდენტის მოულოდნელი გამოჩენა – რა მოლოდინი აქვს ქვეყნის მეთაურს

პრეზიდენტის მოულოდნელი გამოჩენა – საკონსტიტუციო სასამართლო ვერდიქტის წინ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტები ღირსების ორდენის გადაცემის ცერემონიაზე მიიწვია, თუმცა პრეზიდენტის სიტყვამ დღეს ყველა პოლიტიკური მოვლენა გადაფარა. “არ ვიცი რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს-” თქვა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე დააანონსა რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო ღირსების ორდენი რომელსაც პრეზიდენტის რანგში გადასცემს. დღეს გადამწყვეტი 72 საათის ათვლა დაიწყო.

ეყოლება თუ არა საქართველოს ახალი, რიგით მეექვსე პრეზიდენტი? ნერვების ომი ორბელიანების რეზიდენციაში. ვიდრე ქვეყნის ცენტრალური პოლიტიკური ამბავი პარლამენტში დაბრუნდება, მანამდე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოაცხადოს. პლენუმი დროს მაქსიმალურად აჭიანურებს. ოცნება ვერდიქტს ორშაბათს ელოდება. თუ 16 ოქტომბერს სასამართლო იტყვის,რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, მაშინ მომდევნო ორ კვირაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ბედს საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ გადაწყვეტს.

თუ “ოცნების” ოცნება ასრულდება და ზურაბიშვილს გადააყენებენ, მაშინ ქვეყანაში 45 დღეში არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამ პერიოდში კი პრეზიდენტის მოვალეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეასრულებს.

იტვირთბა....