ამ წუთებში განგაშია გამოცხადებული ჩრდილოეთ ისრაელში. მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო სივრცეში არაერთმა დრონმა შეაღწია.
ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქების მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ”ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია ”ალ-აკსას” შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ”რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.