ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთ-ერთ კლინიკაში ოთხ პაციენტს ოპერაცია სამინისტროს ნებართვის გარეშე ჩაუტარეს – რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შპს „ყელ-ყურ- ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. სააგენტოს ინფორმაციით, კლინიკამ ოთხ პაციენტს გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.

„შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას. დაწესებულებას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის აღნიშნული ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. შესაბამისად, კლინიკას არ გააჩნია უფლება, განახორციელოს ქირურგიული მომსახურება“, აცხადებენ რეგულირების სააგენტოში. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

იტვირთბა....