aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნადია სავჩენკო სასამართლომ დამნაშავედ სცნო

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას რუსული გამოცემა “გაზეტა რუ” ავრცელებს.

სასამართლომ სავჩენკო რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სცნობ დამნაშავედ. დონის როსტოვის ქალაქ დონეცკის სასამართლოს მოსამართლე პროცესზე საბრალდებო დასკვნას ამ წუთებში კითხულობს. განაჩენის გამოცხადება 2 დღე გაგრძელდება. პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23-წლიან პატიმრობას მოითხოვს.

შეგახსენებთ, სავჩენკოს 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, თავად დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის სეპარატისტებმა, ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს

იტვირთბა....