aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიელი დიპლომატებისაგან პასუხს ელის

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსული სააგენტო Sputnik-ის ინფორმაციით იტალიაში ე.წ სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლობა მუშაობას 2 აპრილს იწყებს. გამოცემის ცნობით, წარმომადგენლობას იტალიის მეგობრობის საზოგადოების პრეზიდენტი მაურო მურდჟბა უხელმძღვანელებს.

“არსებობს რეალური პერსპექტივა იმის, რომ ეს წარმოამდგენლობა ხელს შეუწყობს იტალიის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარებას.” – აცხადებს მურდჟბა.

“მეტრონომთან” საუბარში საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მარინე ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ იტალიაში საქართველოს საელჩო მუშაობს ამ საკითხზე. უწყება არ გამორიცხავს, რომ რუსული სააგენტო არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებდეს.

“იტალიაში საქართველოს საელჩო მუშაობს აღნიშნულ თემაზე. იტალია პატივს ცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არაერთხელ განცხადებულა მათი მხრიდან. შესაბამისად, ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა. შესაძლოა დეფაქტო რეჟიმის მხრიდან გარკვეულ პროვოკაციასაც ქონდეს ადგილი”. – აცხადებს ნარჩემაშვილი.

იტვირთბა....