ისრაელში ამერიკული საბრძოლო მასალით დატვირთული პირველი თვითმფრინავი დაეშვა – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
“მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსთვის ამ რთულ პერიოდში აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ჩვენმა საერთო მტრებმა იციან, რომ ჩვენს სამხედროებს შორის თანამშრომლობა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა და ის რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია“ – ნათქვამია განცხადებაში.