aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

კვირიკაშვილმა სამება მოინახულა: პრემიერი სასულიერო პირებს დაჰპირდა… (ფოტო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში განთავსებული სტამბა დაათვალიერა და ხანძრის შედეგებს ადგილზე გაეცნო. სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილის, არქიმანდრიტ ილია ნასიძის განმარტებით, ცეცხლი საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა, დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართობი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს, რათა ხანძრის შედეგები დროულად აღმოიფხვრას.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო სამსახური, მობილიზებულია დასუფთავების სამსახურის ბრიგადები.

შეგახსენებთ, ხანძარი სამებაში გუშინ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხალხის ევაკუაცია ტაძრიდან დროულად მოხერხდა.

10391017_238107466534285_9130314895548973516_n

12795021_238107403200958_7743054565637121771_o

1557717_238107399867625_4420292313987770973_n

12672140_238107406534291_6328298150164675295_o

იტვირთბა....