ახალი ამბები მთავარი

დენის გრაფიკი 21 მარტისათვის: თბილისის რომელ რაიონს შეუწყდება ელექტროენერგია

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, დიდუბის, ნაძალადევის, ისნის და გლდანის რაიონებს.

„საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, ნუცუბიძის, ჯებაშვილის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00 საათიდან 17:00 საათამდე – პეკინის გამზირის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, ჟღენტის და მარიჯანის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის 9 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის 9 კილომეტრის, ონიანის, რონდელის, ჭოხონელიძის, ახმეტელის, ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის, ჭიაურელის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, კახიანის III შესახვევის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, წერონისის, ხუდადოვის, ზაქარაიას, ურიდიას და კაჭრეთის ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი – ჭოველიძის, ბარნოვის, ზანდუკელის, გოგებაშვილის, ბელინსკის, კერესელიძის, ხოშტარიას და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ალადაშვილის შესახვევის, ჭრელაშვილის, ჰოსპიტლის, წერნაკის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაბაძის, ხიზანბარელის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, კორინთას, გობრონიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს“.-ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....