ჯანდაცვა

კვლევა: თანამედროვე მამაკაცი მამამისზე ორჯერ მეტს ტირის

თანამედროვე მამაკაცი სახალხოდ ორჯერ უფრო მეტს ტირის, ვიდრე-მამამისი. ამ კვლევის მიხედვით, საშუალო ასაკის მქონე  მამაკაცი ცხოვრების განმავლობაში სახალხოდ თოთხმეტჯერ მაინც ტირის.

კვლევების მიხედვით, ამის მიზეზია სოციალური სტიგმის მოხსნა, რომ მამაკაცი ცრემლით სისუსტეს არ უნდა აჩვენებდეს. სხვადასხვა თოქ-შოუების მიხედვით, ემოციების გამოხატვა კარგ ტონად ითვლება უკვე.  თანამედროვე მამაკაცებიც უფრო თავისუფლად ტირიან სახალხოდ ნათესავის დაკრძალვასა თუ შვილის დაბადების მიზეზით. უფრო მეტიც, ფილმებისა თუ სატელევიზიო შოუების ყურებისასაც არ იკავებენ თავს ემოციების გამოხატვისას.

independent.co.uk

იტვირთბა....