ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები…” – მერიის განცხადება ძლიერ ქარზე

თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა. მათი ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე ხეები წაიქცა, რამაც ელექტროსადენები დააზიანა, მარიჯანის ქუჩაზე კი კედელი ჩამოიშალა.

მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

“თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222.” – წერს მერია.

იტვირთბა....