ლონდონელი ექსპერტების კვლევები აჩვენებს, რომ დასაქმებულთა ის ნაწილი, რომელიც ფეხით, ან ველოსპიედით მიდის სამსახურამდე, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ირჩევს სამგზავროდ და არა პირად ავტომობილს – წონის ნაკლები პრობლემები აქვთ.
სპეციალისტებმა 150 000 ბრტანელის კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ დასაქმებულთა უმეტესობა მთელი დღე ოფისში მჯდომარე მუშაობის კომპენსაციისთვის ცდილობს იაროს ფეხით, ან ველოსიპედით. იმ შემთხვევაში კი, თუ სხვადასხვა მიზეზების გამო არცერთი არ შეუძლიათ, ცდილობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ და არა პირადი ავტომობილით, რაც წონის კლებაზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე-ავტომობილით მგზავრობა.
ავტომობილის მფლობელ მამაკაცებს სხვებზე 5 კილოგრამით მეტი წონა აწუხებთ, ხოლო ქალებს – 4 კილოგრამით მეტი.
ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით მათ სჭირდებათ, რომელთაც მჯდომარე სამუშაო აქვთ. სპეციალისტების რჩევაა სამსახურამდე ფეხით სიარული, ხოლო თუ სამსახური ძალიან შორსაა სახლიდან, ფეხით გზის გარკვეული მონაკვეთის გავლა მაინც, ხოლო შემდეგ-საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება.
independent.co.uk