ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა კარასინს“

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს აკრიტიკებს.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პრაღის ფორმატი გადასახედია და დაზუსტებას საჭიროებს. მისი თქმით, კარასინი-აბაშიძე მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე უნდა მსჯელობდნენ და თუ მაინც განიხილება პოლიტიკური საკითხები, პრეზიდენტის თქმით, ქართულ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ისეთი დიპლომატი, რომელიც რუსეთს ადეკვატურ პასუხებს გასცემს.

“გრიგორი კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ და საკადრისი პასუხიც. პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია და დასაზუსტებელია უფრო მკვეთრი გაწერით, როგორი უნდა იყოს ქართული მხარის რიტორიკა.

ასეთი ტიპის განცხადებებს, თუ ის პრაღის ფორმატში მოხდება, უნდა ყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი, პრაღის ფორმატშივე. ის არის პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელი, მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე,“ – აცხადებს  მარგველაშვილი

იტვირთბა....