ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნატო არის რეალური მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის, მაგრამ სამწუხაროდ „ოცნება“ ცდილობს, პროპაგანდის გამოყენებით ქართული საზოგადოება დაარწმუნოს ყალბი მშვიდობის იდეაში” – ბოკუჩავა

ნატო არის რეალური მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის, მაგრამ სამწუხაროდ „ოცნება“ ცდილობს, პროპაგანდის გამოყენებით ქართული საზოგადოება დაარწმუნოს ყალბი მშვიდობის იდეაში – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ თითოეულ მსგავს საერთაშორისო შეხვედრაზე საქართველოს საკითხის აქტუალიზება მოხდეს და, მათ შორის, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არა მხოლოდ უკრაინის მიმართ გამოხატონ მხარდაჭერა და სურვილი, რომ დაჩქარებული წესით გახდეს უკრაინა ნატო-ს წევრი, არამედ საქართველოც დაჩქარებული გზით მიიწევდეს ნატო-ში სრულფასოვანი წევრობისთვის, რაც გახდება ნამდვილი მშვიდობის და არა იმ ყალბი მშვიდობის გარანტი, რომელზეც „რუსული ოცნება“ საუბრობს“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....