საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს. სააკაშვილი საკუთარი პარტიის წევრებს მოუწოდებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში ბევრი ქალი შეიყვანონ.
“ჩემი აზრი და რჩევა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო ახალი ტენდენციების საფუძვლის ჩამყრელი და ახლაც უნდა გამოვიდეს რამდენიმე ახალი ინიციატივით, რომელთაგან პირველი შეიძლება იყოს სრული პარიტეტის დაწესება ქალბატონებისთვის. საერთო განახლების ფარგლებში წინასწარ ფამოვაცხადოთ, რომ პარტიის საპარლამენტო არჩევნების სიებში კანდიდატთა 50 პროცენტი იქნება ქალი.
ჯერ ერთი, ამით ხაზი გაესმევა ქალების როლის ქართულ საზოგადოებაში, ობიექტურად ხელს შეუწყობს განახლებას და უკეთესად მოგვამზადებს ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის.
დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ გაგვიჭირდება ძალიან ღირსეული ქალი კანდიდატების მოძებნა და მათი ამორჩევა. ამასთან, ამ კანდიდატების საზოგადოებისთვის წარდგენა დროულად უნდა შევძლოთ”.- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.