ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება” იშლება, იმხელა უნდობლობაა გუნდში, რომ უნდათ, ღია გახადონ ფარული კენჭისყრა” – ვაშაძე

“ქართული ოცნება” იშლება, იმხელა უნდობლობაა გუნდში, რომ უნდათ, ღია გახადონ ფარული კენჭისყრა – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“ქართული ოცნება” რეალურად იშლება, პერსპექტივა არ აქვს, იმხელა უნდობლობა აქვს თავის გუნდში, რომ უნდათ, რომ ღია გახადონ ფარული კენჭისყრა, ეს არის რეალობა. აქამდე, ხომ ყველა ამბობდა, რომ აი, ოპოზიციაში ხმები და ა.შ. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ უმრავლესობაშიც არ აქვთ ხმები და კონსენსუსი იმპიჩმენტთან დაკავშირებით. აი, ეს არის მარტივი დიაგნოსტიკა. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე სხვადასხვა თამაშს თამაშობენ, “ქართული ოცნების” დღევანდელ წევრებს, ვინც არიან პარლამენტში, აღარც ფარცხალაძის აგენტის მცველობა უნდათ, აღარც რუსული დავალებების შესრულება უნდათ და ყელში აქვთ უბრალოდ ეს თავხედობა, რასაც ადგილი აქვს “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან, ამიტომ, ახლა დაიწყეს, რომ მოდით ღია იყოს ეს კენჭისყრა. გახსოვთ, რომ 6 დეპუტატი გააძევეს პარლამენტიდან რუსულ კანონს, რომ არ მისცეს ხმა. ახლა ეუბნებიან, რომ ვინც ხმას არ მისცემთ, თქვენც გაგაძევებთ პარლამენტიდან. მე ვეუბნები “ქართული ოცნების” ყველა ღირსეულ წარმომადგენელს, რომელსაც არ უნდა, რომ რუსული თამაშის თანამონაწილე იყოს, ჩვენ დაგველაპარეთ, დავილაპარაკოთ ხალხნო და მერწმუნეთ ჩვენც მოგეხმარებით იმაში, რომ ეს დიდი წნეხი არ მოხდეს.
ერთი, რომ თავის თავს ხომ არ ენდობიან, მეორე, რომ როგორღაც ვიღაცები უნდათ, რომ თავისივე გუნდში მოისყიდონ, რომ აი, ვიცე-სპიკერად დაგნიშნავ, თუ მხარს იმპიჩმენტს დაუჭერ, კატასტროფულ დღეში არიან. ეს რეალურად არის ჩამოშლა. რეალურად, მათი საპარლამენტო გუნდი არ არის ერთიანი. ყველას არ უნდა ხელი რუსეთს მოაწეროს. აი, ეს არის მთელი შინაარსი ამ ცვლილებების. აი, ამიტომაც კენჭისყრა ფარული არ უნდათ, ვიღაცას თანამდებობებს უნაწილებენ და ა.შ.”- განაცხადა ვაშაძემ.

იტვირთბა....