ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მოკლულია 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი.
“ამ საათისთვის სამხედროები კფარ აზაში იბრძვიან, ბევრ ქალაქში ძებნა მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა ქალაქში არიან, არ არის ქალაქი, რომელშიც ისრაელის თავდაცვის ძალები არ იმყოფებიან” – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.