ევროკავშირი უმკაცრესად გმობს “ჰამასის” მიერ განხორციელებულ თავდასხმებს და მისი შეწყვეტისკენ მოუწოდებს – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.
„ევროკავშირი სოლიდარულია ისრაელის მიმართ, რომელსაც უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ასეთი ძალადობრივი და განურჩეველი თავდასხმების ფონზე“ – აცხადებს ბორელი.