ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ჰამასის დარტყმების შემდეგ ისრაელის საპასუხო შეტევას, სულ მცირე, 256 პალესტინელი ემსხვერპლა და დაშავდა 1 788 პირი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.