ნიკა მელია ამ ეტაპზე “ნაციონალურ მოძრაობაში” რჩება. ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პარტიაში დარჩენა-არდარჩენის თაობაზე უახლოეს პერიოდში, მასშტაბურ შეკრებაზე გახდება ცნობილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ მოქმედ მენეჯმენტს ის პირობა დაუსახელა, რომლის შესრულების შემდეგ ერთობაზე საუბარი შესაძლებელი გახდება.
გაცილებით უფრო მეტი თანამოაზრე ჰყავს იმ სიმართლეს და იმ იდეას, რასაც ეს ხალხი ემსახურება და აქვთ კატეგორიული მიუღებლობა ახალი მენეჯმენტის და არაფორმალური მმართველობისადმი. ბევრი ადამიანი, უკვე აყენებს საკითხს, რომ ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, რეჟიმის წინააღმდეგ შეუძლებელია იმ პლატფორმიდან, რასაც წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოესი პერიოდი გამოვიყენოთ ყველა ადამიანთან შესახვედრად, მათ შორის მსგავს ფორმატში სხვადასხვა ქალაქებში უახლოეს პერიოდში. შევიკრიბებით გაცილებით უფრო მასშტაბურ და დიდ ფორმატში, სადაც უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. თუ ეს სტატუს-კვო რაც შექმნილია დრეს პარტია ენმ-ში, რაც აუცხოებს ათიათასობით აქტიურ მხარდამჭერს პარტიისა, მეტიც ისინი გამორიცხავენ თანამშრომლობას იმ ადამიანებთან, რომელთა სახელებსა და გვარებს მე ვასახელებდი რამდენიმე თვის განმავლობაში,რა თქმა უნდა გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური. თუ შეისმინა იმან ვინც უნდა შეისმინოს მენეჯმენტში, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შანსი, ერთობა ან ერთობაზე საუბარი კვლავ შესაძლებელი გახდეს. ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩეველზე, პარტიის წევრზე, ამომრჩეველზე. ყველაფერი ყველაზე მეტად დამოკიდებულია იმ ხალხზე, ვინ პარტიის მართვის სადავეები მიიტაცა. დღეიდან იმედია, ვერავინ ვერავის ვერ აკადრებს პროპაგანდისტულ გზავნილს, რომ ვითომ მე არჩევნები წავაგე და იმიტომ ვარ ოპოზიციაში”.- ამბობს მელია.