პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელზე “ჰამასის” მიერ განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურაბიშვილი ისრაელს სოლიდარობას უცხადებს:
“ღრმად შეშფოთებული ვარ ისრაელში განვითარებული ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს,” –
– წერს ზურაბიშვილი