ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმას Twitter-ზე ეხმაურება და გმობს.
ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში.
“შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ “ჰამასის” თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში”, – წერს ბორელი.