ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვეტო არის გზავნილი, პრეზიდენტი ცდილობს, არ დაფიქსირდეს “ოცნების” მხარეს” – მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა კარვების კანონპროექტზე ვეტოს დადებით, დააფიქსირა, რომ ის არის “ოცნების” მხარეს.

მანჯგალაძის თქმით, “ოცნება” ამ ვეტოს დაძლევს.

ვეტო არის გზავნილი, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც. პრეზიდენტი ცდილობს, არ დაფიქსირდეს “ოცნების” მხარეს. ვეტოს დაძლევს “ოცნება” იქ მნიშვნელობა არ აქვს არგუმენტს. ერთი საერთო გადაწყვეტილება იქნება, დანარჩენები უბრალოდ პულტზე ხელის დამჭერები არიან. იქ საღი აზრის ლოგიკას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”. – განაცხადა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....