ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ესპანეთში ავარიის შედეგად 14 უცხოელი სტუდენტი დაიღუპა

ესპანეთში ავარიის შედეგად 14 უცხოელი სტუდენტი დაიღუპა. ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც 56 სტუდენტი ვალენსიადან ბარსელონაში გადაჰყავდა, მაგისტრალზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის მეორე მხარეს გადავიდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. 43 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი მედიის ინფრომაციით, დაშავებულები დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, თურქეთის, უკრაინისა და ესპანეთის მოქალაქეები არიან. დაღუპული სტუდენტების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის ცნობით, ავტობუსში გაცვლითი პროგრამა “ერასმუსის” სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბარსელონას უნივერსიტეტში და ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში ირიცხებია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

იტვირთბა....