ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში და ისტორიული სინოდი, რომელიც ეკლესიის წიაღში ქალების და ლგბტ ადამიანების მომავალს განიხილავს

5 ოქ­ტომ­ბერს, ვა­ტი­კან­ში წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა და­ი­წყო, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ კარს მიღ­მა იმარ­თე­ბა და თით­ქმის ერთ თვეს გაგ­რძელ­დე­ბა.

შეხ­ვედ­რას წინ უძღო­და ორ­წლი­ა­ნი გა­მო­კი­თხვა: სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის რი­გით კა­თო­ლი­კე­ებს სთხოვ­დნენ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი ხედ­ვა ეკ­ლე­სი­ის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ.

ამ გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ისეთ სა­კი­თხებს, რო­გო­რი­ცაა ქა­ლე­ბის ად­გი­ლი სა­ეკ­ლე­სიო იერ­არ­ქი­ა­ში, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ლგბტ თე­მის მი­მართ, უქორ­წი­ნებ­ლო­ბის აღ­თქმის შე­დე­გე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­თვის, ბრძო­ლა პე­დო­ფი­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, აბორ­ტი და სხვა – სხდო­მა­ზე წმინ­და სი­ნო­დი სწო­რედ ამ თე­მებს გა­ნი­ხი­ლავს.

ის­ტო­რი­უ­ლი შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ ვა­ტი­კან­ში, წმინ­და პეტ­რეს მო­ე­დან­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხალ­ხო მესა აღავ­ლი­ნა.

პა­პის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ეკ­ლე­სი­ის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, გა­დას­ცეს რე­ლი­გი­უ­რი გზავ­ნი­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე, რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მისი თქმით, ეკ­ლე­სია უნდა გა­ნიწ­მინ­დოს და გახ­დეს ინ­კლუ­ზი­უ­რი.

სწო­რედ ეს სა­კი­თხი გახ­და რო­მის ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეკ­ლე­სი­ის პროგ­რე­სუ­ლო­ბას არას­წო­რად მი­იჩ­ნევს:

“ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მტკი­ცედ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბე­ბის შეც­ვლის ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს წმინ­და სი­ნო­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ“, – თქვა პას­ტორ­მა ჯე­რალდ მი­უ­რე­იმ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სი­ნო­დის 365 წევ­რი­დან 54 ქა­ლია. მას­ში კი­დევ ასამ­დე დამ­კვირ­ვე­ბე­ლი და სხვა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ასეთ შე­მად­გენ­ლო­ბას. ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კა­თო­ლი­კუ­რი დოქ­ტრი­ნის სა­კი­თხებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ის ხელ­დას­ხმულ­მა მსა­ხუ­რებ­მა უნდა მი­ი­ღონ.

ორ­შა­ბათს, ხუთ­მა კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა კარ­დი­ნალ­მა, პაპს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნეს და სთხო­ვეს და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ერ­თგუ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ის მი­მართ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პაპ­მა სა­პა­სუ­ხო წე­რილ­ში მი­ა­ნიშ­ნა, რომ არ გა­მო­რი­ცხავ­და მღვდლე­ბის­თვის ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი წყვი­ლე­ბის­თვის კურ­თხე­ვის უფ­ლე­ბის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

სი­ნო­დის შეკ­რე­ბა 28 ოქ­ტომ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ რო­მის პა­პის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი სა­ჯა­რო 2025 წლამ­დე გახ­დე­ბა.

 

წყარო: ambebi.ge

იტვირთბა....