სამების საკათედრო ტაძარში ხანძარია. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრიდან მოქალაქეების ევაკუირება დროულად მოხერხდა. ამ დროის მონაცემებით დაშავებული არავინაა.
უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

