ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პარიზის ტერაქტის მონაწილემ დანაშაული აღიარა

პარიზის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამმა პროკურატურაში აღიარა, რომ Stade de France-ის სტადიონთან თავის აფეთქებას გეგმავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა.  ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, აბდესლამს თავი სტადიონთან უნდა აეფეთქებინა, სადაც თამაში მიმდინარეობდა, მაგრამ რატომ გადაიფიქრა, მას გამოძიებისთვის არ უთქვამს. სამართალდამცველების განცხადებით, ტერორისტი გამოძიებასთან თანამშრომლობს, მაგრამ საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ საფრანგეთში სამართლიანი სასამართლო პროცესის იმედი არ აქვს

შეგახსენებთ, 2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....