ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მზად ვართ, ღია სივრცეში ჩავატაროთ ლექცია, მოვიწვიოთ სუს-ის და პოლიციის თანამშრომლები და ვისაუბროთ ამ ყველაფერზე” – გიორგი მელაძე

უახლოეს წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზაცია “კანვას საქართველოს” ხელმძღვანელის, გიორგი მელაძის გამოკითხვა უნდა დაიწყოს. საქმე ეხება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას. გიორგი მელაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

“ჩვენი ლექციები არის ღია, ჩვენი მეთოდი და ცოდნა, რომელსაც გადავცემთ. მთავარი აქ რა არის – ადამიანებს დავანახოთ, მხარი დავუჭიროთ, ჩვენი აზრით, ყველაზე საუკეთესო გამოსავალს, როგორიც არის მშვიდობიანი პროცესის შენარჩუნებით, არაძალადობრივი პროცესის შენარჩუნებით დემოკრატიული ცვლილებების მხარდაჭერა. ანუ, დემოკრატიული პროცესი რას ნიშნავს – ეს არის სამართლიანი არჩევნები. მზად ვართ, ღია სივრცეში ჩავატაროთ, მოვიწვიოთ სუს-ის და პოლიციის თანამშრომლები და ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ჩვენ ამ გამოცდილებას ვიყენებთ ყოველთვის, გამოცდილება იმისთვის არის, რომ გამოიყენო და, საბედნიეროდ, საქართველოში მიმდინარე აქციები არ ყოფილა ისეთი ძალადობრივი,”- განაცხადა გიორგი მელაძემ გამოკითხვამდე.

იტვირთბა....