ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

როსტოვის ოლქში გლოვის დღეა

როსტოვის ოლქში დღეს გლოვის დღეა. ყველა დასახლებულ პუნქტში რუსეთის დროშები დაშვებულია, გაუქმდა გასართობი ღონისძიებები და გადაცემები.
დღესვე დონის როსტოვის აეროპორტის რაიონში სამგლოვიარო მიტინგი გაიმართება. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ხელისუფლება დაღუპულთა ნათესავებს ფულად კომპენსაციას მილიონი რუბლის ოდენობით გადასცემს.

ადგილზე, სადაც სამგვზავრო ბოინგი ჩამოვარდა, ფლაი დუბაის ექსპერტების ჯგუფი ჩავიდა. უცხოელი სპეციალისტები რუს კოლეგებთან და მაშველებთან ერთად ტერიტორიას განმეორებით შეისწავლიან. გამოძიება ამ დროისთვის ისევ ორ ვერსიაზე მუშაობს – ესაა ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა. თუმცა უფრო უფრო მეტ დეტალებს გამოძიება შავი ყუთების გაშიფვრის შემდეგ გაარკვევს.

შეგახსენებთ, გუშინ თვითმფრინავის კატასტროფას 62 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....