ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესელია ელისაშვილზე: ამ მასხარას სერიოზულად ვეღარ ვუსმენ

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის, ბრალდებებს “იაფფასიანს” და “მდარე ხარისხიანს” უწოდებს.

„ამ მასხარას სერიოზულად ვეღარ ვუსმენ. მერობაზე მეოცნებე ბიჭუნა, რომელსაც ქალები სძულს და პატიმრებიც სძულს,“ – ამბობს ეკა ბესელია, რომელიც აქვე ალეკო ელისაშვილს “ყველაფრის მკადრებელს”, “მხდალს” და “ლაჩარს” უწოდებს.

ეკა ბესელიას თქმით, პროკურატურამ სერიოზული გამოძიება ჩაატარა და ე.წ. კოკაინის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

„პროკურატურამ სამი ექსპერტიზა ჩატარდა და დაადგინა, რომ საერთოდ კონტაქტი არ მქონია შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან. დაადგინა, რომ არც ერთი ზარი არ შესულა ჩემი ტელეფონიდან,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც ამბობს, რომ პატიმრები ისევ სწერენ პირადად მას ალეკო ელისაშვილის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ე.წ კოკაინის საქმე იმ მოტივით დახურა, რომ საქმეში პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის ბრალეულობის საკითხი არ დადასტურდა.

იტვირთბა....