ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სტამბოლის ტერაქტისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

სტამბოლში მომხდარი აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საკონსულო აკეთებს განცხადებას.  თუმცა, საკონსულოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და წარმომადგენლობა ცნობებს საათში რამდენჯერმე ამოწმებს სპეციალურ შტაბთან.

„ქალაქ სტამბოლში გახსნილი არის საგანგებო შტაბი, რომელთანაც გვაქვს მუდმივი კავშირი და ვიღებთ ინფორმაციას. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ მომენტისთვის არა გვაქვს,“ – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს გენერალური კონსულმა სტამბოლში, ირაკლი ასაშვილმა.

სტამბოლში მცხოვრები ქართველების განმარტებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა ახლომდებარე ქუჩებზეც ისმოდა, ამ დროისთვის კი ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, პატრულირებს ავიაცია, მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

იტვირთბა....