ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს შენ გეხება” აქციას მართავს

ამ წუთებში კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციების საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან. NGO-ები უკანმონო თვალთვალსა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპროტესტებენ.
აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები.
აქციის მონაწილეები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გავრცელების ეფექტურ გამოძიებას, ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩრთვას და კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ.
თბილისის პარალელურად, აქციები ჩატარდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და თელავში.
შეგახსენებთ, 11 მარტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

იტვირთბა....