სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ისტიკლალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას BBC ავრცელებას.
თურქული მედიის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანია დაღუპული, არიან დაშავებულებიც.
ისტიკლალი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ქუჩაა, რომელიც უქმე დღეებში განსაკუთრებით გადავსებულია.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ანკარაშიც მოხდა ტერაქტი, რომელმაც 37 ადამიანი იმსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ TAK-მა აიღო.