ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

თურქული კომპანიები საქართველოში ინვესტირებისთვის ემზადებიან

თურქული კომპანიები საქართველოში ტურიზმის, მშენებლობის და ტექსტილის სექტორში ინვესტირებას გეგმავენ. როგორც თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გურმუქჩი გაზეთ „ფაინენშალთან” ინტერვიუში ამბობს, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყანა ასევე ლიდერია უცხოური ინვესტიციების კუთხით.

ელჩი ამბობს, რომ ქვეყნებს შორის საუკეთესო ურთიერთობაა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია უმჯობესდება ამიტომ თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები გაძლიერდება და გაღრმავდება.   ამასთან მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი თურქეთში ძალიან ნაყოფიერი იყო და სამთავრობო დონეზე გადაწყდა, რომ ყველაფერი გაკეთდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გასაზრდელად. კონკრეტულად კი გაიზრდება საქართველოდან თურქეთში ექსპორტი რაც დღეს გაცილებით ნაკლებია ვიდრე იმპორტი თურქეთიდან.

თურქეთის ელჩი აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას წამყვანი თურქული კომპანიები ესწრებოდნენ და გამოჩნდა  პოტენციალი თურქული ინვესტიციებისა საქართველოში.

 

იტვირთბა....