ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება” – მედვედევი

“ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება – ასე ეხმაურება რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტი შეპსის განცხადებას.

“ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება. ერთმა ახლადგამოჩეკილმა კრეტინმა – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა – გადაწყვიტა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ინგლისური ენის სასწავლო კურსები თავად უკრაინის ტერიტორიაზე გადაეტანოს. ანუ, თქვენს ინსტრუქტორებს ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგალურ სამიზნეებად აქცევთ. კარგად იციან, რომ ისინი უმოწყალოდ განადგურდებიან და უკვე არა როგორც დაქირავებულები, არამედ ზუსტად როგორც ნატო-ს ბრიტანელი სპეციალისტები” – წერს მედვედევი “ტელეგრამზე”.

იტვირთბა....