საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკის შეერტებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. 6 დღის განმავლობაში ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.
„ამერიკის შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში მისწრაფებას და კიდევ ერთხელ გამოიხატა სრული მხარდაჭერა, მაქსიმალურად გაძლიერდეს თანამშრომლობა და ვარშავის სამიტზე დაფიქსირდეს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობებში არსებობს,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.