არ შეიძლება, დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკული მხარდაჭერა შეწყდეს – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანხმებაში არ არის ახალი დაფინანსება ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დავუშვათ, რომ ამერიკული მხარდაჭერა შეწყდეს უკრაინის მიმართ. მე ველოდები, რომ სპიკერი დაიცავს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას“, – აღნიშნა ბაიდენმა.