ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდოამრე ეკა ბესელია, პროკურატურის მიერ ე.წ. კოკაინის საქმეზე გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, გამოძიებამ ძალიან დეტალური კვლევით დადგინა, რომ საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიზანმიმართულად ტყუოდა.
“დასკვნა, რომელიც გამოაქვეყნა პროკურატურამ, არის ის რასაც ვამბობდით, ელისაშვილი რომელიც ცდილობდა, რომ თავისი სიცრუით და ცილისმწამებლური განცხადებებით შეცდომაში შეეყვანა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მას უსმენდა, საბოლოოდ გამოძიებამ ძალიან დეტალური კვლევით დადგინა, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად ტყუოდა, ამიტომ როდესაც გამოძიება ადგენს, რომ ელისაშვილი ტყუოდა, მან ახლა პასუხი უნდა აგოს ცრუ ჩვენებისთვის და მე მოვითხოვ, რომ მისი სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საკითხი დადგეს.“ – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურამ ე.წ კოკაინის საქმე დახურა. საგამოძიებო ორგანომ ჩათვალა, რომ ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.