ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებულია

პარიზში, 13 ნოემბერს მომხდარი თავდასმხების მთავარი ორგანიზატორი სალა აბდესლამი ბელგიის პოლიციამ დააკავა.

ბრიუსელში, მოლენბეკის უბნის მერის განცხადებით, აბდესლამი და კიდევ ერთი პირი ოპერაციისას დაიჭრნენ.

ბელგიის ხელისუფლებამ მიმალვაში მყოფი ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები მისი ბინის ჩხრეკისას ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა. როგორც დადგინდა, პარიზის თავდასხმების განხორციელება ნაწილობრივ ბრეიუსელში დაიგეგმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, განაცხადა, რომ აბდესლამის საფრანგეთში ექსტრადირება “რაც შეიძლება, მალე” მოხდება.

იტვირთბა....