„მეტრონომი“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ანა ბუჩუკურს, ესაუბრა თემაზე – რა შთაბეჭდილება დარჩა მას პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი შეხვედრიდან: აპირებს თუ არა ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების გაგრძელებას და 2024 წლის არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას და ამასთან, განიხილავს თუ არა მას გახარიას გუნდი პოლიტიკურ მოკავშირედ.
[su_quote] რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი, ამაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ ყოფილა.
ამასთან, თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ზეპარტიულია, განსხვავებით წინა საკონსტიტუციო მოწყობისგან.
რაც შეეხება მისი ქმედებების შეფასებას, ბევრს უყვარს კონსპირაციის თეორიებში შესვლა, მაგრამ ჩვენ ფაქტებითა და შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ.
ფაქტი კი არის ის, რომ ჩვენი გუნდის შეფასებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დაიკავა ღირსეული და მტკიცე პოზიცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. [/su_quote]
– განაცხადა ანა ბუჩუკურმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

