რუსეთში, დონის როსტოვის აეროპორტში სამგაზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 55 მგზავრია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აეროპორტში დაშვების მცდელობისას თვითმფრინავი “ბოინგ-737” აფეთქდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 62 ადამიანი იყო – 55 მგზავრი, მათ შორის 4 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი.
დაღუპულთა სია МЧС-მა უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, მხოლოდ 5 ადამიანი არის სხვა ქვეყნის მოქალაქე.
თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. კატასტროფა ადგილობრივი დროით 03:50 საათზე მოხდა. მიზეზად ცუდი ამინდი სახელდება. ოფიციალური უწყებები ამ დრომდე სხვა ვერსიაზე არ საუბრობენ.