ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

საქარველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში სანდრო რულოვსის შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„სანდრა არის ყველზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე.
ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.
ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე“, – წერს ის.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ სანდრა რუსლოვსმა სააკაშვილი „ვივა მედში“ მოინახულა.

იტვირთბა....